გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ახალციხეში სამი თვის წინ შეკეთებული ატრაქციონები დაზიანდა

18-10-2018

ახალციხეში პოლიციის ეზოსა და ცენტრალურ პარკში ივლისში შეკეთებული საბავშვო ატრაქციონები დაზიანებულია. მათ მოსაწერიგებლად მერიამ სამი თვის ბიუჯეტიდან 5 900 ლარი გაწერა.

 

„ბავშვები ბაღის მერე მომყავს. ვიცი, რომ გატეხილია სასრიალოები, მაგრამ რა ვქნა, რომელიც მთელია იმაზე ვათამაშებ. არც სხვებია კარგად დამაგრებულები და მეშინია, რომ ბავშვს არაფერი მოუვიდეს“, – ამბობს თამარ ინასარიძე, რომელსაც ორი პატარა ქალაქის ცენტრალურ პარკში სათამაშოდ თითქმის ყოველდღე გამოჰყავს.

 

გატეხილი ატრაქციონები ძირს ყრია თამარაშვილის ქუჩაზე, პოლიციის წინ მდებარე სკვერშიც. ადგილობრივების თქმით, ატრაქციონები აქ სამი დღის წინ დაზიანდა.

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ დაზიანებულ საბავშვო ატრაქციონებს ქალაქის მასშტაბით ზედამხედველობის სამსახური უკვე სწავლობს.

 

ახალციხის მუნციპალიტეტის მერიამ ექვს ივლისს ხელშეკრულება შპს „დიზაინმეტალთან“ გააფორმა, რომელსაც ახალციხის მუნიციპალიტეტის სკვერებში დაზიანებული საბავშვო ატრაქციონებისათვის დეტალები უნდა შეესყიდა და დაემონტაჭებინა.


sknews.ge