გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დავით კაჭარავა: მნიშვნელობა არ აქვს რადიკალური ოპოზიცია გაერთიანდება თუ - არა, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელსაც ჩვენ ქვეყანაში შანსი აღარასდროს აღარ ექნება

11-06-2024

„ბოლოდროინდელი ყველა კვლევა, თუნდაც ოპოზიციის მიერ ჩატარებული, აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ ერთპიროვნული ლიდერია. ამიტომ, მნიშვნელობა არ აქვს რადიკალური ოპოზიცია გაერთიანდება თუ - არა“ - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ განაცხადა.


მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელსაც საქართველოში შანსი აღარასდროს აღარ ექნება.


„საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ეს ძალა, რომელსაც კოლექტიურ ნაცმოძრაობას ვუწოდებთ, ერთ ძალას წარმოადგენენ. დროდადრო ვითომ იშლებიან, რათა თავიანთ ამომრჩეველზე ძალაუფლება დაიტოვონ, თუმცა, რეალურად, ერთსა და იმავე საქმეს ემსახურებიან და მათ შორის განსხვავება არ არის. კრიტიკულ მომენტში კი ყოველთვის ერთიანდებიან. ამიტომ, მნიშვნელობა არ აქვს რას იტყვიან, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელსაც ჩვენ ქვეყანაში შანსი არასდროს აღარ ექნება.“ - განაცხადა დავით კაჭარავამ.