გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოს ათი მუნიციპალიტეტის მერები და მერის მოადგილეები ფლორიდაში, ფინანსისტთა ყოველწლიურ კონფერენციაზე იმყოფებიან

11-06-2024

„საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის“ კოორდინაციითა და ორგანიზებით, მიმდინარე წლის 8 ივნისს, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის მერი და მერის მოადგილეები ხუთი დღით აშშ-ში, ფლორიდის შტატში ეკონომისტთა და ფინანსისტთა ყოველწლიურ კონფერენციაზე გაემგზავრნენ.


კონფერენციაზე განსახილველი თემებია: საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და პროგრამული ბიუჯეტირება. ბიუჯეტირების ეფექტიანობის შესახებ სიახლეებისა და მიგნებების განხილვა.


კონფერენციაში მონაწილეობენ რუსთავის, ფოთის, ახალციხის, ქუთაისის, ოზურგეთის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, ყაზბეგის, გარდაბნის, თეთრიწყაროსა და ბოლნისის მერები.


ვიზიტი დაფინანსდა „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის“ მიერ, ასევე, ნაწილობრივი ხარჯი გაიღო შესაბამისმა მუნიციპალიტეტებმა.