18-10-2018
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 40 საინვესტიციო პროექტი დაფინანსდა, რომლის საერთო ღირებულება 13 948 737 ლარია. ამის შესახებ რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორნა არჩილ ჯაფარიძემ თქვა. ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს.
არჩილ ჯაფარიძის განმარტებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდით, რეგიონის მასშტაბით დასრულდა და მიმდინარეობს 12 715 309 ლარის ღირებულების 31 საინვესტიციო პროექტი.მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდით, რეგიონის მასშტაბით მიმდინარეობს და დაგეგმილია 1 267 732 ლარის 9 საინვესტიციო პროექტის განხორციელება.
გუბერნატორის ცნობით, რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დასრულებული და მიმდინარე სამუშაოების საკასო ათვისება 42,7 %-ია.