18-10-2018
რუსთავში, მშენებარე კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა.
46 წლის მამაკაცი მშენებარე კორპუსიდან გუშინ გადმოვარდა და რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში მიიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სამუშაო პროცესის დროს არ მომხდარა.
„პაციენს შესაბამისი ოპერაცია ჩაუტარდა. პირველივე წამიდან ჩვენი მთელი სამედიცინო პერსონალი მისი სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძოდით, მაგრამ მძიმე დაზიანებები ჰქონდა, რომელმაც მისი სიკვდილი გამოიწვია,“ - განაცხადა ექიმმა.
ცხედარი რუსთავის პროზექტურაშია გადასვენებული.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.