გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

თამარ ჩიბურდანიძე: ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების არ გვიკვირს, მაგრამ დღეს საოცრება იყო, ცრემლებამდე მიგვიყვანა ქართველი ხალხი

11-06-2024

„რა დავიმსახურეთ ასეთი ქართველმა ხალხმა, რომ უფალმა ეს ადამიანი გვაჩუქა?" - ამ შინაარსის ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ბიძინა ივანიშვილის მორიგ საქველმოქმედო ნაბიჯს ეხმიანება. როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ივანიშვილის ქველმოქმედება გასაკვირი არაა, მაგრამ დღეს საოცრება მოხდა, როცა მან იოანე ზოსიმეს ხელნაწერი შეიძინა და ის საქართველოს უსახსოვრა.


„დღევანდელი დღის ემოცია დიდხანს გვემახსოვრება. იოანე ზოსიმეს ხელნაწერი შეუფასებელია საქართველოსთვის, ამიტომ, გული მოგვიკვდა, როდესაც გავიგეთ, რომ გაიყიდა. არავინ ვიცოდით, თუ რა სიურპრიზი გველოდა. ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების არ გვიკვირს, მაგრამ დღეს საოცრება იყო. ცრემლებამდე მიგვიყვანა ქართველი ხალხი ჯერ ხელნაწერის გაყიდვით გამოწვეულმა ტკივილმა და შემდეგ ამ ამბით გამოწვეულმა სიხარულმა. მადლობა ძალიან ცოტაა ჩვენგან იმ პიროვნებისადმი, რომელმაც ამდენი რამ გაიღო ქვეყნისთვის. რა დავიმსახურეთ ასეთი ქართველმა ხალხმა, რომ უფალმა ეს ადამიანი გვაჩუქა?” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.