"გუმათჰესზე მომხდარი აფეთქების შედეგად 18 ტონამდე საწვავი დაიღვარა"
7-12-2017
გუმათჰესზე ამ დროისათვის, ხანძრის ძირითადი კერა ლოკალიზებულია. მეხანძრეები ხანძრის სრულ ლიკვიდირებას ცდილობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, გუმათჰესი 2-ის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა მიღებულ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება. შემთხვევის ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკაა მობილიზებული.
შსს-ს პირველადი ინფორმაციით, მომხდარი აფეთქების შედეგად, გუმათჰესი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღვარა 18 ტონამდე საწვავი. ასევე, ხანძარი გაუჩნდა ზეთის ტრანსფორმატორს. ადგილზე დაფიქსირდა ღია ცეცხლი და ძლიერი დაკვამლიანება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
გუმათჰესის -2 კასკადზე ხანძარი დაახლოებით 17.30 საათზე გაჩნდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.
წყარო: newpress