გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ონის მუნიციპალიტეტის მერი სამუშაო ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკაში იმყოფება

12-06-2024

ონის მუნიციპალიტეტის მერი, სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავჯდომარესთან, ბაჩანა მარკოიშვილთან და პირველ მოადგილესთან, გიორგი ნოდარიშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკაში იმყოფება.


უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ქ. ონისა და ქ. პოპოვოს მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც მიზნად ისახავს რეგიონალურ დონეზე, ეკონომიკის, კულტურის და განათლების მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებას და სხვა საერთო ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებას.


ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიალზე, მერმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მისასალმებელ სიტყვაში მან მადლობა გადაუხადა ქ. პოპოვოს მუნიციპალიტეტს ვიზიტის ორგანიზებაში. ამასთან, ხაზი გაუსვა, საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ვესელინ ვალკანოვის წვლილსა და ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჩართულობის მნიშვნელობას. მერმა, ასევე, აღნიშნა, რომ დაძმობილების ინიციატივა, 2022 წლის ნოემბერში გაჩნდა, რა დროსაც ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მუნიციპალიტეტის მოწვევით, ქ. ონში იმყოფებოდა.


ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ოთარ ბერძენიშვილი და საელჩოს მრჩეველი, ნათია ვაშალომიძე.