გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაში მონაწილეობს

12-06-2024

ესპანეთში, ბარსელონაში, მიმდინარე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 121-ე სხდომას საქართველოს დელეგაცია ესწრება, –აღნიშნულ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


მათივე ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე წარმოდგენილია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული. ღონისძიებას ესწრებიან გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ტურიზმის მინისტრები და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, საბჭოს სხდომის ფარგლებში ტარდება თემატური სადისკუსიო პანელები, სადაც ორგანიზაციის შემდგომი საქმიანობა განიხილება.


ღონისძიების ფარგლებში მიმდინარეობს დისკუსიები და პრეზენტაციები ტურიზმის ინდუსტრიაში მიმდინარე ტრენდების, აღდგენის, ზრდის დინამიკის, პროდუქტების განვითარებასა და სხვა საკითხების შესახებ.