18-10-2018
გორის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას ღობეს გაუკეთებენ. ამის შესახებ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9 ათასი ლარი გამოიყო.
პროექტი თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მერია, სამშენებლო სამუშაოების საერთო ღირებულის 90%-ს ფარავს.
ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას, ცხინვალის გზატკეცილზე, შენობა 2015 წელს გადასცეს. აღნიშნული შენობა მანამდე სადავო ქონებას წარმოადგენდა.
საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულმა ეკლესიამ 2012 წლის 19 აპრილს გაიარა რეგისტრაცია, მოიპოვა (სსიპ) სტატუსი და დღეისათვის არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი: “საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია”.
საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია მოიცავს საქმიანობის ფართო სპექტრს, რომლებიც დაკავშირებულია ერთმანეთთან საერთო საქმეზე პასუხისმგებლობით, ეკლესიაში სტრუქტურულ მოწყობას და საქმიანობის მმართველობას ახორციელებს ეკლესიის სულიერი საბჭო, პასტორები და ასევე კონკრეტული საქმიანობის სფეროს ხელმძღვანელები-“ლიდერები”, საეკლესიო იერარქიაში უმაღლეს იერარქს წარმოადგენს ეკლესიის მწყემსი “უფროსი პასტორი.