გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ჯაბა სამუშია SDSU-ის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას დაესწრო

12-06-2024

თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის ახალ ეტაპს დაესწრო. ღონისძიებაზე საუბარი შეეხო პარტნიორი უნივერსიტეტების ცნობადობის ამაღლების აუცილებლობას და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებას.


უწყების ცნობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ SDSU -ისა და თსუ-ის საერთო მრავალფეროვანი მიმდინარე პროგრამების შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა ქართველი კურსდამთავრებულების წარმატებას.


“ჩვენს პროგრამებს ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია და კომპიუტერული მეცნიერება (ქართული, ინგლისური) მიღებული აქვთ ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაცია. ასევე, აშშ-ის ქიმიკოსთა საზოგადოების (ACS) აკრედიტაცია ქიმია-ბიოქიმიის მიმართულებით. მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, თუ რა დოზით არიან დაინტერესებული ქართველი სტუდენტები ჩვენი საერთო პროგრამებით. ამაზე მეტყველებს სტატისტიკა, რომლის თანახმადაც მაღალია კონკურენციის ინდექსიც. აღსანიშნავია წარმატებული კურსდამთავრებულების მიღწევებიც. მათი უმრავლესობა დასაქმებულია და ისინი ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტები არიან დასაქმების ბაზარზე. ვისურვებდით, რომ გარდა არსებული პროგრამებისა, თანამშრომლობა გავაგრძელოთ სხვა პროგრამებითაც,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის თქმით, საქართველო გამოთქვამს მზაობას სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან გააგრძელოს თანამშრომლობა, რათა შენარჩუნდეს პროექტის დადებითი შედეგები.


“ჩვენი პარტნიორობის საფუძველზე, გვაქვს არაერთი აკრედიტებული პროგრამა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ის მთავრობას, ჩადებული რესურსისთვისა და ინვესტიციისთვის, რადგან სწორედ მათი დახმარებით ვითარდება უმაღლესი განათლება ჩვენს სახელმწიფო უნივერსიტეტებთან ერთად საქართველოში. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ უმაღლესი განათლების მიმართულებით, ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან. ჩვენმა ურთიერთობამ დაამტკიცა, რომ განათლებას საზღვრები არ აქვს. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო კვლავ არის მზად, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში გავაგრძელოთ თანამშრომლობა,” - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.


შეხვედრას ესწრებოდნენ SDSU-ის პარტნიორი უნივერსიტეტების- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებიც.


სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში 2014 წლიდან ფუნქციონირებს და სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო პროგრამებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით. აღნიშნული ინიციატივა განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან თანამშრომლობით, როგორც მეორე კომპაქტის ერთ-ერთი ნაწილი.