გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გია აბაშიძე: მშვიდობიან პოლიტიკას ყოველთვის აქვს დადებითი შედეგი და კარგი შეფასება საერთაშორისო ფინანსურ-ეკონომიკური არბიტრების მხრიდან - მსოფლიო ბანკის და სხვა გრანდების დადებითი შეფასებები ეროვნული ვალუტის სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია

12-06-2024

„მშვიდობიან და სტაბილურ პოლიტიკას ყოველთვის აქვს დადებითი შედეგი და თან ახლავს ჯეროვანი, კარგი შეფასება საერთაშორისო ფინანსურ-ეკონომიკური არბიტრების მხრიდან“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშში საქართველოს ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებული პროგნოზი წარმოადგინა.


მისი განცხადებით, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა ანალოგიური ინსტიტუტების შეფასებები საქართველოს ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ეროვნული ვალუტის სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.


„მშვიდობიან და სტაბილურ პოლიტიკას ყოველთვის აქვს დადებითი შედეგი და თან ახლავს ჯეროვანი, კარგი შეფასება საერთაშორისო ფინანსურ-ეკონომიკური არბიტრების მხრიდან.


რაც შეეხება ლარის დროებით გაუფასურებას - წონადი და ნეიტრალური სპეციალისტების შეფასებით, გაუფასურება ფუნდამენტური ფაქტორებით არაა გამოწვეული. არსებული მერყეობა არის სპეკულაციურ-პანიკური. ლარის კურსის დღევანდელი მაჩვენებელი უცხოურ ვალუტასთან მიმართებით არარეალურია და ის წონასწორულ მაჩვენებელს აუცილებლად დაუბრუნდება ამ ზაფხულს.


მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა ანალოგიური გრანდების დადებითი შეფასებები საქართველოს ფინანსურ-ეკონომიკურ პულსაციაზე, ეროვნული ვალუტის სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.


მსოფლიო ბანკმა 2021-2026 წლების ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა წარმოადგინა - საქართველოს ეკონომიკა ამ 6 წლიან პერიოდში ჯამში 53,1%-ით იზრდება, რითაც ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში ლიდერობს“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.