გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ზაალ ანჯაფარიძე: პ(რეზიდენტმა) სალომემ ჯიბეში ჩაისვა მთელი რადიკალური ოპოზიცია - იმ 17-მა პარტიამ და მათმა „ლიდერებმა“ ამის მერე როგორ უნდა აუხსნან საკუთარ ამომრჩევლებს სახის ასე დაკარგვა და სალომეს დადგმულ ქვაბში ერთბაშად ჩახტომა?

12-06-2024

ესეს დაწერა შეიძლება იმაზე, თუ როგორ ჩაისვა ახალმა არქიფო სეთურმა - პ(რეზიდენტმა) სალომემ ჯიბეში მთელი რადიკალური ოპოზიცია, - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში წერს.


ექსპერტი სვამს კითხვას, ზურაბიშვილის ქარტიის ხელმომწერმა პარტიებმა და მათმა ლიდერებმა როგორ უნდა აუხსნან საკუთარ ამომრჩევლებს პრეზიდენტის მიერ დადგმულ ქვაბში ერთიანად ჩახტომა.


მისივე თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე უკვე ჩანს დეგრადაციის ნიშნები, ხოლო ის ფაქტი, რომ მრავალჯერ გალანძღული ზურაბიშვილის იქით ოპოზიციას გზა არ აქვს, უკვე პოლიტიკური ჭაობში ყოფნაზე მიუთითებს.


„ესეს დაწერა შეიძლება იმაზე, თუ როგორ ჩაისვა ახალმა არქიფო სეთურმა - პ(რეზიდენტმა) სალომემ ჯიბეში მთელი რადიკალური ოპოზიცია. იმ 17-მა პარტიამ და მათმა „ლიდერებმა“ ამის მერე რა უნდა უთხრან საკუთარ ამომრჩევლებს როგორ უნდა აუხსნან სახის ასე დაკარგვა და სალომეს დადგმულ ქვაბში ასე ერთბაშად ჩახტომა და მერე ნელ ცეცხლზე მოხარშვა? ოპოზიციურ ფლანგზე სულ უფრო აშკარად ჩანს პარტიების და მათი „ლიდერების“ პოლიტიკურ-პარტიული იდენტობის და ლიდერობის დეგრადაციის ნიშნები. მათგან მრავალჯერ გალანძღული სალომეს იქით რომ გზა არ აქვთ, ეს უკვე არის პოლიტიკური ჭაობი“, - წერს ანჯაფარიძე.