13-06-2024
გემო ფესტი ქუთაისში ბრუნდება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კულინარიული ფესტივალი იმერეთში გაიმართება. ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში კვების სივრცეები, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი, გასართობი სივრცეები და ფოტო ზონები მოეწყობა.
„ქუთაისელებსა და ქუთაისის სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები.
ფესტივალში იმერეთიდან 18 მეწარმე და მზარეული მიიღებს მონაწილეობას.
გემო ფესტის ფარგლებში გაიმართება კონცერტი.
ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა“ –აცხადებენ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.