გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოს "აილენდის" კლასის ორი ხომალდი გადმოეცა

18-10-2018

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს „აილენდის“ კლასის ორი ხომალდი გადასცა.

მან, ფოთში, ხომალდების გადმოცემის ცერემონიაზე, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს მადლობა გადაუხადა.

“დღეს ჩვენ ძალზედ ღირშესანიშნავ დღეს აღვნშნავთ და ორ ღონისძიებას ვზეიმობთ. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შექმნიდან დღეს 20 წელი სრულდება და დღეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, საქართველოს „აილენდის“ კლასის ორი ხომალდი გადმოეცემა. მე მინდა პირველ რიგში სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პირად შემადგენლობას მივულოცო 20 წლის დაბადების დღე, ეს დღესასწაული. ასევე, მინდა გულწრფელი და დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს მათი ღვაწლისთვის, რომლსაც ისინი ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის და განსაკუთრებით სანაპირო დაცვის მიმართულებით ახორციელებენ. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რომ თქვენი მხარდაჭერის გარეშე საზღვაო უსაფრთხოების დაცვა იქნება რთული. ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო რომ ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ყველას ვულოცავთ ამ დღეს "ოჩამჩირეს" და "დიუსკურიას" პირად შემადგენლობას. მეგობრებო, გისურვებთ რომ დღეიდან თქვენ საქართველოს და ნატოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში და ამ ქვეყნის თავისუფლების და ერთიანობის განმტკიცებაში ღირსეული ღვაწლი შეიტანოთ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.