გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა მონაწილეობით ცესკოს თავმჯდომარესთან შეხვედრა გაიმართა

14-06-2024

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ადმინისტრირების საკითხები გააცნეს. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, საზღვარგარეთ აკრედიტებული საქართველოს ელჩები და გენერალური კონსულები.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარების საკითხს და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის პროცედურებს. ამასთან, ხაზი გაესვა საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების ჩართულობისა და ინფორმირების მნიშვნელობას.


ყურადღება გამახვილდა 26 ოქტომბრის არჩევნებში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების უპირატესობებზე და სხვა სიახლეებსა და პროექტებზე, რომლებსაც ადმინისტრაცია 2024 წლის არჩევნების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტებით ჩატარების მიზნით ახორციელებს.


როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს მის ხელთ არსებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას, რათა უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა მარტივად და დაბრკოლებების გარეშე შეძლონ ხმის მიცემა.