გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ქართველიშვილი: დანიგანის „დეგნანიზაცია“ ოფიციალურად გაფორმდა, აშშ-ს ელჩი თავისი წინამორბედის გზას უკვე ყოველგვარი მოჩვენებითი პოლიტკორექტულობის გარეშე დაადგა

14-06-2024

„დეგნანიზებულმა“ დანიგანმა დღეიდან საკუთარი თავი კოხტა კოდუას, მეგის ქარდავას, რომან შამათავასა და „კასტილიანი" თემურ უბირიასთან ერთ მწკრივში დააყენა და იქიდან უბედავს „ივანიშვილის პარტიას" მის „გასაბჭოებასა" და „ყველა მიღწევის წყალში ჩაყრასა და დემოკრატიის გზიდან გადახვევაში" გადაბრალებას“, - ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა საქართველოში აშშ-ს ელჩის რობინ დანიგანის გამოსვლა, სადაც მან საქართველოში მოქალაქეების წინააღმდეგ საბჭოთა მეთოდებით ბრძოლაზე ისაუბრა.


როგორც ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, დანიგანმა კარგა ხანს ითმინა და საქართველოში საქმიანობის მცირე პერიოდში მოახერხა შეენიღბა საკუთარი პოზიცია. ამიერიდან, როცა ის მისი წინამორბედის (კელი დეგნანი) ცილისმწამებლურ გზას დაადგა, როგორც „ხალხის ძალის“ წევრი წერს, წერტილი დაესვა „დასავლური დემოკრატიის" მსგავს მეთოდებზე სრულ სიჩუმეს და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, არავის შერჩება.


„დანიგანის „დეგნანიზაცია" ოფიციალურად გაფორმდა. ილიაუნში თავის გამოსვლაში აშშ-ს ელჩი თავისი წინამორბედის გზას უკვე ყოველგვარი მოჩვენებითი პოლიტკორექტულობის გარეშე დაადგა. მე რომ მკითხო, კიდევ კარგად გაუძლო მის მიმართ ჩვენს „ლმობიერებაზე" თამაშს. დღეიდან ჩვენც „ხსნილი" გვაქვს და ვერც ერთ ღიად ნათქვამ ცილისწამებას, დეზინფორმაციას თუ შეურაცხყოფას ჩვეული თავაზიანობის ფარგლებში - ვეღარ გავუტარებთ. თავის პროტეჟე სალომე ზურაბიშვილის რიტორიკით, ქალბატონმა ელჩმაც დაიწყო „მოქალაქეების წინააღმდეგ საბჭოთა მეთოდებით ბრძოლაზე" ჩვენთვის უკვე ნაცნობი ბოდვა.


ავიტაცებ მის „ლოგიკურ" მსჯელობას და შევახსენებ, რომ საკუთარ მოქალაქეებთან „დასავლური მეთოდების ბრძოლას": მიტინგების სისხლიან დარბევას, მოკლული დემონსტრანტების ცხედრების გადამალვას, „ორიტრუპის" მოთხოვნას, დაკავებულების გაუპატიურებას, ციხეებში პატიმრების „გაქათამებას" და პროზექტურაში მათ მიცვალებულებზე „გასკოჩვას" - ამ ქვეყანაში წერტილი დაესვა. წერტილი დაესვა „დასავლური დემოკრატიის" მსგავს მეთოდებზე სრულ სიჩუმეს და დასავლეთის მხრიდან ამ მეთოდების წახალისებას. „დეგნანიზებულმა" დანიგანმა დღეიდან საკუთარი თავი კოხტა კოდუას, მეგის ქარდავას, რომან შამათავასა და „კასტილიანი" თემურ უბირიასთან ერთ მწკრივში დააყენა და იქიდან უბედავს „ივანიშვილის პარტიას" მის „გასაბჭოებასა" და „ყველა მიღწევის წყალში ჩაყრასა და დემოკრატიის გზიდან გადახვევაში" გადაბრალებას. ვეღარ გაგიტარებთ!“ - წერს დავით ქართველიშვილი.