გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ გვყავს კანდიდატი, რომელიც ევროპის ოჯახში მიღებულია-ასეთია სალომე ზურაბიშვილი

18-10-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, აჩილ თალაკვაძე მესტიაში მოსახლეობას შეხვდა და მათ დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.


„ეს არ არის გზების, ხიდების, პენსიის ან სხვა საყოფაცხოვრებო საკითხების არჩევნები. ეს არის არჩევნები, როდესაც საქართველომ, თითოეულმა თქვენგანმა უნდა აირჩიოს ადამიანი, ვინც იქნება ამ ქვეყნის მთავარი ელჩი, ვინც შინ და გარეთ საქართველოს სახელით დაელაპარაკება ყველას- ვისაც ესმის ევროპის ენა, ვისაც ესმის ამერიკის ენა და ვინც იცის რა ხდება მსოფლიოში. ეს არის არჩევნები, როდესაც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა უკან, წარსულში დაბრუნება.
მომავალი პრეზიდენტის საქმე არის ის, რომ მაგიდასთან დაუძახოს ყველა მხარეს, დაუძახოს პოლიტიკურ პარტიებს, ექსპერტებს, შეხვდეს საზოგადოებას და ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დაამუშაოს. მომავალი პრეზიდენტის საქმე არის ის, რომ ევროპას ელაპარაკოს საქართველოზე და ჩვენ გვყავს კანდიდატი, რომელიც ევროპის ოჯახში მიღებულია - ასეთია სწორედ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი!“ - განაცხადა თალაკვაძემ.