გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: ბატონი ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედებამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის და შესაბამისად, ჩვენი იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებაში

17-06-2024

იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენა და ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემა არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედების კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მაგალითი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებამ წლების განმავლობაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, შენარჩუნებაში და შესაბამისად - ჩვენი იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებაში. პრემიერმა ამისთვის ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.


„მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენისა და ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემისთვის, რაც არის ძალიან დიდი შენაძენი მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი, რომელიც 979 წლით თარიღდება და ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედების კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მაგალითი. ამ ქველმოქმედებას ბატონი ბიძინა უკვე მრავალი წელია ეწევა. განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ამ ქველმოქმედებამ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, შენარჩუნებაში და შესაბამისად - ჩვენი იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებაში. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს. საკუნეების მანძილზე ჩვენს ეროვნულ მუზეუმში დაიდებს ბინას იოანე ზოსიმეს ეს უნიკალური ხელნაწერი", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.