გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

დავით ქართველიშვილი: შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის პუტინის მონაწილეობა შესაძლებელი იქნებაო. სტოლტენბერგმა კი, არავითარი მოლაპარაკება, ომი გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი არ დამარცხდებაო

17-06-2024

„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი შვეიცარიის სამშვიდობო სამიტის დასრულებას გამოეხმაურა.


როგორც ქართველიშვილი წერს, მასპინძელი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა - ვიმედოვნებთო, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის პუტინის მონაწილეობა შესაძლებელი იქნებაო.


სტოლტენბერგმა კი, ეგრე არაო: „არავითარი მოლაპარაკება, არც ცეცხლის შეწყვეტა, არანაირი სამშვიდობო მოლაპარაკებები ან შეთანხმება!! ომი გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი არ დამარცხდება და რუსეთი არ განადგურდება!!” მისი თქმით, საინტერესოა რომელს უნდა დავუჯეროთ.


„რომელს დავუჯეროთ? შვეიცარიის სამშვიდობო სამიტის შემაჯამებელ სიტყვაში, მასპინძელი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა - ვიმედოვნებთო, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის პუტინის მონაწილეობა შესაძლებელი იქნებაო. სტოლტენბერგმა კი, ეგრე არაო: „არავითარი მოლაპარაკება, არც ცეცხლის შეწყვეტა, არანაირი სამშვიდობო მოლაპარაკებები ან შეთანხმება!! ომი გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი არ დამარცხდება და რუსეთი არ განადგურდება!!” მექმნება შთაბეჭდილება, რომ 3-4 თვეში თანამდებობის ოფიციალურ დატოვებამდე, ალიანსის გენმდივანი ცდილობს მილიტარისტული გრადუსი მაქსიმუმამდე ასწიოს, რათა მოვლენათა არასასურველ ჭრილში განვითარების შემთხვევაში, თამამად განაცხადოს: „მე გითხარით, რაც უნდა გაგეკეთებინათ - აწი თქვენ იცით. „ქვევრის“ გატეხვა თქვენ არ გინდათ, მე კი სამჭკუაშვილიც კი არა ვარ, ამიტომ - ხელებიც დამიბანია,“ - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.