გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნინო ფოჩხუა გიორგი გახარიაზე: როგორ შეიძლება ენდო ადამიანს, რომელმაც კარიერის პიკში მყოფმა უღალატა საკუთარ გუნდს, რომელიც მამუკა ხაზარაძის მტრად აღიქვამდა და ამჟამად რა ხდება - გაერთიანებას აპირებენ? არ არის ეს უთავმოყვარეობის პიკი?

17-06-2024

ექსპერტი ნინო ფოჩხუა „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ მათთვის ყველაზე ახლო პოლიტიკური პარტია „ლელოა“.


ექსპერტის თქმით, ქართველი ამომრჩეველი ძალიან მგრძნობიარეა, იმდენმა რამ გადაიარა მის თავზე, რომ კარგად ხვდება სად არის გულწრფელი პოლიტიკოსი და სად არა და გახარიას შემთხვევა ამის კარგი მაგალითია.


„ქართველი ამომრჩეველი ძალიან მგრძნობიარეა, იმდენმა რამ გადაიარა მის თავზე, რომ კარგად ხვდება სად არის გულწრფელი პოლიტიკოსი და სად არა. გახარიას შემთხვევა ამის კარგი მაგალითია. როგორ შეიძლება ენდო ადამიანს, რომელმაც კარიერის პიკში მყოფმა უღალატა საკუთარ გუნდს, იმ გუნდს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა მის კარიერულ წინსვლაში, როგორ შეიძლება ენდო ადამიანს, რომელიც მამუკა ხაზარაძის მტრად აღიქვამდა და მიღებული და არმიღებული ეპითეტებით ამკობდა მას. ამჟამად რა ხდება, აპატიეს ერთმანეთს ძველი წყენები, გაერთიანებას აპირებენ? აბა არ არის ეს უთავმოყვარეობის პიკი? თუმცა ისინი ხომ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნიან, მიიღეს დავალება და დავალება აგენტმა უნდა შეასრულოს, ასე იყო ადრეც და ასეა ახლაც, მაგრამ ვერც ამ გაერთიანებას ექნება პოლიტიკური მომავალი, რადგან არ არის გულწრფელი, მათ მხოლოდ ერთი მიზანი აერთიანებთ, როგორმე ჩამოშალონ სახელმწიფო და მოვიდნენ ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა ყველა ხერხის გამოყენებით,“- წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.