გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია: გემების პირად შემადგენლობას მინდა ვუსურვო პირდაპირი მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის ერთიანობის საქმეში

18-10-2018

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, იმ გემებით, რომელიც შეერთებული შტატების მთავრობამ დღეს საქართველოს სანაპირო დაცვას გადმოსცა, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ მონაწილეობა „ნატო“-ს წვრთნებში და შინაგან საქმეთა სამინისტროს როგორც უკვე ახალ ორგანოს ახალ სამინისტროს აქვს საშუალება გახსნას ახალი შესაძლებლობების ფანჯარა „ნატო“-სთან ურთიერთობაში.


„ეს გაგვიადვილებს, რომ ჩვენი კოოპერირება იყოს უფრო ღრმა და საქართველო უფრო ახლოს იყოს „ნატო“-სთან. აქედან გამომდინარე, ამ ორი გემის დღეს გაშვებას რომელსაც მინდა ზურგის ქარი ვუსურვო, აქვს პრაქტიკულად დიდი მნიშვნელობა ქვეყნისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და „ნატო“-სთან ურთიერთობისთვის. ასევე, სიმბოლურია გემების დასახელებები და რა თქმა უნდა, მე დღეს ვუსურვე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ პირად შემადგენლობას რომლებიც მსახურობენ ამ გემებზე, მინდა ვუსურვო პირდაპირი მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის ერთიანობის საქმეში“ - განაცხადა მინისტრმა.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აშშ-ს მთავრობამ დღეს "აილენდის" კლასის ორი ხომალდი გადასცა. ხომალდების გადმოცემის ცერემონია ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე გაიმართა.