გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან დავითაშვილი: წელს ბევრი ელექტროსადგური შევა ექსპლუატაციაში, აქტიურად ხორციელდება ინვესტიციები და ჩვენი მოლოდინით, 2025 – 26 წლები განსაკუთრებით აქტიური იქნება

17-06-2024

საქართველოს მთავრობამ განახლებადი ენერგიის პროექტების მხარდაჭერის არსებულ სქემაში ცვლილება შეიტანა. პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მხარდაჭერის ახალი მექანიზმი განახლებადი ენერგორესურსების ათვისების მიმართულებით პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს და ინვესტიციებს წაახალისებს.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით მთავრობამ ჩამოაყალიბა განახლებადი ენერგიების ათვისების მხარდაჭერის მექანიზმი. მისი თქმით, საუბარია ფიქსირებული ფასის მხარდაჭერაზე, რაც პრინციპული ფაქტორია კომერციული რისკების დასაზღვევად ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას და ამან მეტ დეველოპერს, კერძო ინვესტორს მისცა საშუალება, რომ განახლებადი ენერგიების პროექტებში განეხორციელებინათ ინვესტიციები.


განახლებადი ენერგიის პროექტების მხარდაჭერის არსებულ სქემაში შეტანილი ცვლილების შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ის საშუალებას მისცემს მთავრობას აუქციონებზე დაფიქსირებული ფასით პოტენციურ ინვესტორებს ენერგეტიკული პროექტების განხორციელება შესთავაზოს.


„ჩვენ საშუალება გვექნება, რომ იქიდან გამომდინარე, რომ იყო ძალიან დიდი მოთხოვნა, ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ჩვენ შევძელით 1100 მგვტის სიმძლავრის პროექტებისთვის ფასის შეთავაზება, მაღალი კონკურენციის პირობებში ჩამოყალიბებული, საკმაოდ რეალისტური ფასის შემთხვევაში ინვესტორებს მივცეთ პირდაპირი მოლაპარაკებით ასეთი პროექტების განხორციელების საშუალება. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ბევრად უფრო სწრაფად და მოქნილად მოვახდინოთ პროექტების მხარდაჭერა მიმდინარე წლის განმავლობაში. ყველა ის პროექტი, რომელიც მონაწილეობდა აუქციონში და გამომდინარე იქიდან, რომ სიმძლავრის კვოტა იყო შეზღუდული, მათ უკვე შეეძლებათ, რომ მიზანშეწონილი პროექტები, რომლებიც ტექნიკურ - ეკონომიკური კუთხით დასაბუთებულია და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია, სამინისტროსთან პირდაპირი მოლაპარაკებით მიიღონ მხარდაჭერის სქემა, მიიღონ კონკრეტული ფიქსირებული ფასი არაუმეტეს იმისა, რაც მედიანურად დაფიქსირდა სხვადასხვა ტიპის პროექტებზე, და ამ შემთხვევაში, თუ ისინი სურვილს გამოთქვამენ, რომ განახორციელონ პროექტები, სახელმწიფო ამას ხელს შეუწყობს. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვნად დააჩქარებს პროცესს და წაახალისებს ინვესტიციებს განახლებადი ენერგორესურესების მიმართულებით," - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.


ლევან დავითაშვილი ასევე შეეხო ისეთ პროექტებს, რომლებიც ვერ ხორციელდებოდა.


„აქაც მკაფიო მექანიზმები გვაქვს - გაზრდილი გარანტიების კუთხით მოთხოვნები. ამიტომ კვალიფიციური დეველოპერები შეძლებენ, მიიღონ მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან და განახორციელონ ინვესტიციები. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი იქნება შემდეგ წლებში. თუ ჩვენ მიმდინარე წელს მნიშვნელოვან სიმძლავრეებს მხარს დავუჭერთ და მოხდება ე.წ. ბიუროკრატიული პროცედურების დასრულება, ამ შემთხვევაში, მომავალ წლებში გვექნება ამ პროექტებში იქნება საკმაოდ მაღალი დინამიკა ინვესტიციების ხილვის კუთხით. მიმდინარე წელიც ძალიან აქტიურია, ბევრი სადგური შევა ექსპლუატაციაში. აქტიურად მიმდინარეობს ინვესტიციები და განსაკუთრებით აქტიური იქნება, ჩვენი მოლოდინით, 2025 – 26 წლები," - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.