გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი კობახიძე: როდესაც უცხოური დაფინანსებით კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი დეპუტატები დადიან, ანგარიშს აბარებენ მოსახლეობას, ეს არის პირდაპირი საარჩევნო აგიტაციის დაფინანსება და ეწინააღმდეგება კანონმდებლობას

17-06-2024

როდესაც უცხოური დაფინანსებით კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი დეპუტატები დადიან და ანგარიშს აბარებენ მოსახლეობას, ეს არის პირდაპირი საარჩევნო აგიტაციის დაფინანსება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს ოპოზიციონერი ქალების მიერ რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე, რომელთა დამფინანსებელი, არსებული ინფორმაციით, არის NDI, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ ასეთი პრაქტიკა კანონს ეწინააღმდეგება.


„ეს უკვე არის საარჩევნო რეჟიმი, როდესაც უცხოური დაფინანსებით კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი დეპუტატები დადიან და ანგარიშს აბარებენ მოსახლეობას, ეს არის პირდაპირი საარჩევნო აგიტაციის დაფინანსება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, შესაბამისად, მიუღებელია. ამით ვერავითარ პრაქტიკულ გავლენას ვერ მოახდენენ საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგებზე, მაგრამ კანონს ასეთი პრაქტიკა პირდაპირ ეწინააღმდეგება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.