გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ნუკრი ქანთარია: ეს „სერიალები“ ხალხში აღშფოთების გამოსაწვევად უნდოდათ

18-10-2018

პარლამენტის წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, მედიაში გავრცელებული ფარული ჩანაწერების მიზანი ხალხში აღშფოთებისა და გაღიზიანების გამოსაწვევა იყო.

 

„ბუნებრივია, ვერ მოახერხეს იმის მიღწევა, რაც უნდოდათ,  რომ გაღიზიანება, აღშფოთება გამოეწვიათ. ეს „სერიალები“ რისთვისაც უნდოდათ, რომ აღშფოთება გამოეწვიათ ხალხში ისეთი სიმრავლით „დააყარეს“ და ისე უჭკუოდ დადგეს ყველაფერი, რომ ბუნებრივია, ხალხის აღქმა იყო აბსოლუტურად გაურკვეველი და ამიტომ, გაურკვეველი დარჩა მათი აქციაც და ამიტომ, „ააფრინე ალალიო, რაც არ არი-არ არიო„ - დაახლოებით ეგ არი მაგათი მეცადინეობა, რომელიც ამაოდ დაშვრა და ბუნებრივიც იყო, იმიტომ რომ ეტყობა ესენი გარეთ არ იხედებიან, მარტო “რუსთავი2”-ში სხედან და იქიდან ღებულობენ ცხოვრებისეულ აღქმასაც და გამოცდილებასაც. ცოტა ფართოდ უნდა გაახილონ დახუჭული თვალები, რომ რეალობაც დაინახონ. თუმცა ვამბობ, რომ რაც არის იმ ჩანაწერებში, გამოძიებამ აუცილებლად   სწრაფ ტემპებში უნდა გასცეს კითხვებზე პასუხი.  ეს არ ნიშნავს რომ რაღანდ ესენი არიან, საერთოდ მივაყურადოთ ეს ამბავი.

ეს ყველაფერი იმდენად ხელოვნური და იმდენად ზედაპირზე იდო, რომ ამ ეტაპისთვის, იძულებულნი გახდნენ, რომ გადაედოთ ეს აქცია, რადგან მითი მიზნები, ბუნებრივია, მიუღწეველი დარჩება,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.