გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ჯაბა სამუშიამ ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა

17-06-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მელინე არაკელიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.


შეხვედრაზე მხარეებმა თსუ-სა და ნიდერლანდების სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთა ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებაზე, მათ შორის, ქართველი და ნიდერლანდელი სამეცნიერო ჯგუფების HORIZON პროექტებში ერთობლივ მონაწილეობაზე იმსჯელეს.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, ნიდერლანდების სამეფო ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, სადაც აკადემიურ დონეზე ისწავლება ქართული ენა.


„ჩვენი პროფესორები ლაიდენის უნივერსიტეტში ასწავლიან ქართულს. ეს თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გვსურს, რომ ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ და გავაფართოოთ. თითქმის ყველა მიმართულებით გვაქვს კვლევითი პროექტები, მათ შორის, თსუ მეცნიერები და თსუ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში არიან ჩართული და ვფიქრობ, ჩვენი მეცნიერების დაკავშირება ნიდერლანდების სამეცნიერო ფონდთან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.


ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მელინე არაკელიანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნიდერლანდების უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საელჩო ხელს შეუწყობს სამეცნიერო წრეებს შორის კავშირის დამყარებას, მობილობის მიზნით დაფინანსების წყაროების მოპოვებას, ასევე ერთობლივი ლექციების ორგანიზებას.


შეხვედრის შემდეგ ნიდერლანდების ელჩმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა.