გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მიხეილ ყაველაშვილი: მგონი, პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ დააჯილდოვა სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მხოლოდ ნაწილი და ეს პასუხია - „იმიტომ“

17-06-2024

„ფეხბურთის ფედერაციამ მიაწოდა პრეზიდენტს სია, თუ ვის ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დამსახურებების მიხედვით და ვნახეთ შედეგიც, რომ ამ სიიდან მხოლოდ ნაწილს გადასცა სალომე ზურაბიშვილმა ჯილდო. ეს ყველაფერი აბსოლუტურად გაუგებარია და რა კონტექსტში უნდა განვიხილოთ, არ ვიცი“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ დააჯილდოვა სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მხოლოდ ნაწილი და ეს პასუხია – „იმიტომ“.


„მართლა გაუგებარია პრეზიდენტის პოზიცია, თუ რატომ გააკეთა ეს, მით უმეტეს, ისეთ უმტკივნეულო და აპოლიტიკურ თემაზე, როგორიც ფეხბურთია. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ 26 მარტს ასეთი სიხარული მოუტანეს ნაკრების წევრებმა საქართველოს მოქალაქეებს და ძალიან კარგი ჟესტი იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისგან, რომ ფეხბურთელები და მთლიანად, ფედერაციის თანამშრომლები ღირსების ორდენზე წარადგინეს. ფეხბურთის ფედერაციამ მიაწოდა პრეზიდენტს სია, თუ ვის ეკუთვნოდა ეს ღირსების ორდენი, დამსახურებების მიხედვით და ვნახეთ შედეგიც, რომ სიიდან მხოლოდ ნაწილს გადასცა სალომე ზურაბიშვილმა ჯილდო. ეს ყველაფერი აბსოლუტურად გაუგებარია და რა კონტექსტში უნდა განვიხილოთ, არ ვიცი. ერთადერთი, ალბათ ტრადიციულ კონტექსტში, რომ ამ ქალისგან გაურკვეველი ქმედებები გასაკვირი არ არის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაც დაარღვია. იმ ფონზეც, რომ უღალატა იმ ხალხს, რომელმაც პრეზიდენტად აირჩია და პოლიტიკურ მოღვაწეობას იმ ხალხთან ერთად აგრძელებს, ვინც ყველაფერი აკადრა, რაც კი შეიძლება ადამიანს აკადრო“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.