გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სისხლის სამართალის ვორქშოფს მასპინძლობს

18-06-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის ვორქშოფს მასპინძლობს, რომლის ფარგლებში ქართველ პროკურორებსა და გამომძიებლებს შესაძლებლობა აქვთ სფეროს უცხოელი ექსპერტებისგან მიიღონ პრაქტიკული ცოდნა საერთაშორისო სისხლის სამართალში, კერძოდ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის კუთხით.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ცნობით, საპილოტე სასწავლო პროგრამა (REACT) თსუ იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტსა და სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტს (სირაკუზის ინსტიტუტს) შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი წარმოადგენს სირაკუზის ინსტიტუტის ინიციატივას, რომელიც საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით ხორციელდება და ეხება საპილოტე სასწავლო პროგრამას ქართველი გამომძიებლებისა და პროკურორებისათვის.


სასწავლო პროგრამა მოიცავს პროკურორებისა და გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განსჯად ისეთ დანაშაულებზე, როგორებიცაა ომის დანაშაული, აგრესია, გენოციდი და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.


ღონისძიების გახსნას თსუ რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე გიორგი დგებუაძე, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა, სირაკუზის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლები, ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორები, დარგის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ესწრებოდნენ.


სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ჟან-ფრანსუა ტონიმ სემინარის მონაწილეებთან საპილოტე სასწავლო პროგრამის მნიშვნელობაზე, ასევე, საერთაშორისო სისხლის სამართლის გამოწვევების შესახებ ისაუბრა და მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, REACT სასწავლო პლატფორმა პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს გაუზიარონ გამოცდილება ერთმანეთის. ასევე, პროექტი ხელს შეუწყობს კოლეგებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.


ქართველი და უცხოელი დარგის სპეციალისტების მონაწილეობით სესიები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 18-დან 27 ივნისის ჩათვლით გაიმართება.