გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გოგა ხანიდრავა: 9 აპრილზე გადაღებული ფილმის საფრანგეთში ჩვენების დროს სალომე ზურაბიშვილის ოჯახი მეხმარებოდა

18-10-2018

რეჟისორის, გოგა ხაინდრავას განცხადებით, 9 აპრილზე გადაღებული ფილმის საფრანგეთში ჩვენების დროს  სალომე ზურაბიშვილი და მისი ოჯახი დიდ დახმარებას უწევდნენ.

 

„მე ვარ ავტორი 9 აპრილზე ფილმის, იმ კადრების, რომელმაც, სხვათა შორის, საქართველო ბოროტ საბჭოთა მანქანას გადაარჩინა. ისე აეწყო, რომ ყველა ფილმი არის ამასთან დაკავშირებით. ახლაც, შაბათს  ჩემი ფილმი „იმედზე“ იქნება, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი საქმე, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩაიდინა. ამას „ალქაჯებზე ნადირობა“ ჰქვია. 9 აპრილს ეს მასალები ინგლისელი ჟურნალისტების დახმარებით გავიტანე საფრანგეთში და გავაკეთე ფილმი, რომელიც მერე მთელმა მსოფლიომ ნახა.ზუსტად იმ დროს ემიგრაცია და სალომე ზურაბიშვილის ოჯახი მეხმარებოდა. მე უქონარი კაცი ვიყავი”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.