გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მიხეილ ყაველაშვილი: ბიჭებს დიდი მადლობა იმისთვის, რომ მთელი მსოფლიო აალაპარაკეს

20-06-2024

პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი ევროპის ჩემპიონატზე საქართველო- თურქეთის თამაშს აფასებს.დეპ


უტატმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.


ყაველაშვილის თქმით, ნაკრების ფეხბურთელებმა უდიდესი შედეგი დადეს და ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანეს.


დეპუტატი ამბობს, რომ წაგების მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა.


მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანა წელს დებიუტანტი იყო, თუმცა მსოფლიომ დაინახა, რომ ქართულ ფეხბურთს დიდი პოტენციალი აქვს.

„ბიჭებს დიდი მადლობა იმისთვის, რომ გუშინ მთელი მსოფლიო აალაპარაკეს. მართლაც სასწაული ხდებოდა - ზოგმა კრიტიკა დაიწყო და მერე, გამოხმაურებები რომ ნახა გადააფასა. ნელ - ნელა დაიხვეწება რეალობის აღქმა და ჩვენი ბიჭების როლისა შესაძლებლობების სწორად შეფასებას ვისწავლით, სურვილებისა და ემოციების მიუხედავად.


შესაძლებელი იყო გადაგვერჩინა თამაში და არ წაგვეგო, თუმცა სანიოლის დავეთანხმები - გამოცდილებას თავისი როლი აქვს ამ ეიფორიიდან გამომდინარე, ვინაიდან პირველად მონაწილეობენ ევროპის ჩემპიონატში, პირველი თამაში იყო და ის პირველი 20 წუთიც ამას მიანიშნებდა.


ჩვენ ვგრძნობთ, რომ ამ ფორმაციის ნაკრებში, რა თქმა უნდა, ბიჭები მაქსიმუმს აკეთებენ და უდიდესი შედეგი დადეს - ისინი ევროპის ჩემპიონატზე თამაშობენ. ქართულ ფეხბურთს დიდი პოტენციალი აქვს, უფრო მაგრად წარმოჩნდეს.


ვიღაცებისთვის ახალი იყო საქართველო, დებიუტანტი, საერთოდ არ ენახა ჩვენი თამაში და გაუკვირდათ - თურმე რა მაგრად თამაშობენო. ჩვენ სხვა ამბიცია გვაქვს - ვიცით, რომ მეტი შეგვიძლია“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.