გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

იონათამიშვილი: გიორგი ვაშაძის მიერ „აუტისტის“ სალანძღავ სიტყვად გამოყენება არის ფსკერი

20-06-2024

გიორგი ვაშაძის მიერ „აუტისტის“ სალანძღავ სიტყვად გამოყენება არის ფსკერი, მარტო ეს განცხადება უნდა იყოს საკმარისი, რომ ვაშაძისნაირები ვერ ბედავდნენ ქვეყანაში პოლიტიკოსობას, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი გადაცემაში „პირველი ხაზი“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის „აუტისტად“ მოხსენიებას.


იონათამიშვილმა ვაშაძეს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. 


„მარტო ეს განცხადება უნდა იყოს საკმარისი, რომ ვაშაძისნაირები ვერ ბედავდნენ ქვეყანაში პოლიტიკოსობას! კობახიძეს უნდა შეურაცხყოფა მიაყენოს და ყველა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირს აყენებს შეურაცხყოფას! ჯერ ერთი, აუტისტი ადამიანი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ აუტისტური სპექტრის აშლილობა და მერე, ადამიანის დასაკნინებლად და სალანძღავ სიტყვად „აუტისტის“ გამოყენება არის უკიდურესი ფსკერი და უღირსობა! ცალკე საკითხია, რომ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი უტარებს ამას და არ აქვს რეაქცია.


ვაშაძეც და მისი თანაგუნდელებიც ვალდებული არიან, გამოვიდნენ, ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას და აიღონ ამ სამარცხვინო სიძულვილის ენაზე პასუხისმგებლობა“,- წერს რატი იონათამიშვილი.