გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლიბერთის „ტოპ|ქარდის“ და „ელიტ ელექტრონიქსის“ ერთობლივი აქცია დაიწყო

20-06-2024

დღეიდან, ლიბერთის „ტოპ|ქარდის“ მომხმარებლებისთვის „ელიტ ელექტრონიქსის“ ტექნიკის მაღაზიათა ქსელში აქცია დაიწყო. ერთობლივი აქციის ფარგლებში, 20 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, „ტოპ|ქარდით“ „ელიტ ელექტრონიქსში“ ნებისმიერი ტიპის პროდუქციის შეძენისას, შესაძლებელი იქნება გადახდილი თანხის 12 თვეზე უპროცენტოდ (ეფექტური 0%) გადანაწილება - შეძენილი ნივთის საფასურს არ დაემატება გადასახადი.


12 თვეზე უპროცენტო გადანაწილების შეთავაზება ვრცელდება როგორც „ელიტ ელექტრონიქსის“ ფილიალებში, ასევე „ტოპ|ქარდით“ ონლაინ შეძენისას www.ee.ge-ზე.


აქციით სარგებლობა შეუძლია როგორც „ტოპ|ქარდის“ არსებულ მომხმარებელს, ასევე მათ, ვინც აქციის პერიოდში აიღებს ბარათს - მომხმარებლებს, რომლებიც აქამდე არ სარგებლობდნენ „ტოპ|ქარდით“, მისი აღება შეუძლიათ როგორც ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში, ასევე „ელიტ ელექტრონიქსში“ - ლიბერთის განვადების მენეჯერებთან. ბარათის აღება შესაძლებელია დისტანციურადაც, ახალი ვებგვერდის საშუალებით: libertycredit.ge ან ინტერნეტ/მობაილ ბანკის საშუალებით ციფრული ბარათის სახით.


რა არის „ტოპ|ქარდი“:


„ტოპ|ქარდი“ არის გადანაწილების/განვადების ბარათი. ბარათზე დამტკიცებული ლიმიტი შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერ სავაჭრო და მომსახურების ობიექტში, გაანაღდო, გადარიცხო, გადაიხადო კომუნალური გადასახადები და დახარჯული თანხა დაფარო ნაწილ-ნაწილ.


„ტოპ|ქარდი“ გაიცემა 18-დან 70 წლამდე ფიზიკურ პირზე, რომელსაც აქვს დადასტურებული შემოსავალი: ხელფასი, იჯარა, გზავნილი და ა.შ. ბარათის განაცხადის გაკეთება შეგიძლია ონლაინ - ვებგვერდზე, ლიბერთის ფილიალებში, პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში განვადების მენეჯერებთან.


„ტოპ|ქარდის“ ლიმიტია 250 ლარიდან 15 000 ლარამდე. დამტკიცებული ლიმიტის ოდენობა დამოკიდებულია შენს შემოსავლებსა და საკრედიტო ისტორიაზე.

„ტოპ|ქარდის“ აღება უფასოა, ამასთან, ბარათს არ აქვს წლიური მომსახურების საკომისიო.