გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თსუ: თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ და კანცლერმა დაათვალიერეს

20-06-2024

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, კახაბერ ჭეიშვილმა და თსუ კანცლერმა, ლაშა საღინაძემ დაათვალიერეს.


თსუ-ს ცნობით, მდინარე ვერეზე 2015 წლის კატასტროფული მოვლენის შემდეგ ლაბორატორიის თანამშრომლებს მდინარისა და მეტეოროლოგიურ ელემენტებზე ყოველდღიური მონიტორინგი არ შეუწყვეტიათ, მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორია უკვე აღარ არსებობდა და ყოველი ანათვლის აღება გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული. ლაბორატორიაში არ შეწყვეტილა სასწავლო პროცესიც - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები გადიან სასწავლო პრაქტიკას.


„2023-2024 წლებში საქართველოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თსუ-ის დაფინანსებით შეიქმნა თანამედროვე, ჰიდრომეტეოროლოგიური საგუშაგო, რომლის მეშვეობით გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტთან ერთად ხდება მდინარე ვერეს აუზში მოსალოდნელი წყალდიდობა-წყალმოვარდნის ადრეული გაფრთხილების პროგნოზირება. გარდა ამისა, აიგო ჰიდრომეტრიული ხიდი, საიდანაც ჩატარდება მდინარის წყლიანობის გაზომვები, განსაკუთრებით წყალმოვარდნებისა და წყალდიდობების დროს. ,,ეს ხიდი არის მხოლოდ დასაწყისი იმ საქმისა, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ ლაბორატორიისთვის. ჩვენი მიზანია მეცნიერების ხელშეწყობა მათ საქმიანობაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გააგრძელებს ამ ლაბორატორიის აღჭურვას თანამედროვე აპარატურით“, - განაცხადა თსუ-ს კანცლერმა, ლაშა საღინაძემ.


თსუ-ს ჰიდრომეტეოროლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელის, მერაბ ალავერდაშვილის თქმით, 2015 წელს განადგურებული ლაბორატორიის ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის და გამართული საქმიანობისთვის ხიდის ფუნქციონირება ძალიან მნიშვნელოვანია.


„ხიდმა საშუალება მოგვცა უხვწყლიანობის პერიოდში გავზომოთ მდინარე ვერეს წყლის ხარჯები. ეს მნიშვნელოვანია ამ მდინარის მონიტორინგისთვის, რომლისთვისაც დამახასიათებელია წყალმოვარდნები“, - აღნიშნა ალავერდაშვილმა.


თსუ-ს ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელის თქმით, ხიდთან ერთად გაიყვანეს წყლის დამაწყნარებელი არხი, დამონტაჟდა წყლის დონეების საზომი ლარტყა, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ წყლის დონეებისა და ატმოსფერული ნალექების ავტომატური, უწყვეტად გადამცემი დანადგარი, ხოლო ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მიერ ავტომატური მეტეოსადგური. შემოიფარგლა მეტეოროლოგიური მოედანი და მეტეოროლოგიურ ხელსაწყოთა შესანახი სათავსო აშენდა.