გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზურაბ ქადაგიძე ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე : ამ კანონს ვერც რუსულს დაარქმევენ და ვერც მუხლობრივი თვალსაზრისით შევლენ განხილვაში - ამიტომ ახლა დგანან და აცდენენ სესიებს

20-06-2024

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს აფასებს. ანალიტიკოსის თქმით, 2003 წელს დაიწყო „პროექტი“ რომლის თანახმადაც ქვეყანაში სხვადასხვა მავნებლობების შემოტანას ცდილობდნენ. „ერთი პროექტის საზოგადოება“, - ასე აფასებს ზურაბ ქადაგიძე უცხოელი პარტნიორების მიერ დაფინანსებულ ოპოზიციას და ენჯეოსექტორს და ამბობს, რომ ისინი მოქმედებენ ისე, როგორც უცხოელი პარტნიორები უბრძანებენ.


ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ლგბტ პროპაგანდის საფრთხეებზე დუმილი საკითხის სენსიტიურობას უკავშირდება, საკითხი გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული და რადგან კანონს ვერც რუსულს უწოდებენ და ვერც შინაარსობრივ განხილვაში შევლენ, სესიებს არ ესწრებიან.


„როდესაც ვსაუბრობთ აგენტოკრატიაზე, რაზეც „ხალხის ძალას“ არაერთხელ გვისაუბრია, ვგულისხმობთ პროექტს, რომელიც გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ექსპერიმენტის სახით შემოგვთავაზეს 2003 წელს. ამ პროექტში მონაწილეობას იღებდნენ პოლიტიკური აქტორები, სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული ადამიანები და ენჯეოელიტა. ეს ადამიანები არიან ერთი პროექტის საზოგადოება, რომელიც პოლიტიკურ და ფინანსურ დოტაციაზეა. ისინი არიან ნარატივზე დამოკიდებული და სწორედ ამის მიხედვით მოქმედებენ, იქცევიან ისე, როგორც ეტყვიან. სწორედ მათთვის დავალებული ნარატივით გამჭვირვალობის კანონი იყო რუსული, ახლა ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე ამბობენ - რეპუტაციულად საზიანოა და მოდი გაჩუმდითო და ამიტომ ჩუმდებიან.


სამწუხაროდ, ამ პროექტის მონაწილეები აღმოჩნდნენ დღევანდელი ოპოზიციის 99%, რომლებიც ე.წ ვითომ ოპოზიციურ დღის წესრიგს ქმნიან. თავად ლგბტ თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე იციან -არჩევნებამდე 6 თვით ადრე პოზიციის ღიად დაფიქსირებამ შეიძლება „პლინთუსს“ ქვემოთ მქონე რეიტინგიც გაუქროთ და ეს არ აწყობთ. ანალოგიური დამოკიდებულება აქვთ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც. თუ ღიად გამოხატული არ აქვთ, რომ ლგბტ საზოგადოების ორგანიზაციაა, არ გამოდიან და არ ამბობენ არაფერს, ელოდებიან სიტუაციას და ნარატივს.


გარედან მოსულ ნარატივზე ერთ რამეს შეგახსენებთ, თუ გახსოვთ 1 თვის წინ ევროკავშირში მიღებული რეზოლუცია? ამ რეზოლუციაში მთავარი ე.წ გამჭვირვალობის კანონი იყო, მაგრამ კიდევ ორი პუნქტიც ეწერა ერთი - ეს კანონპროექტი გაიწვიეთ უკან და მეორე - სააკაშვილი გაათავისუფლეთო. ესეც არის იმ პროექტის, „პანდორას ყუთის“ ნაწილი, რომელიც 2003 წელს დაგვიგდეს საქართველოში. ამ ყუთიდან სხვადასხვა მავნებლობების ამოყრას და ამით საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ. ეს „პანდორას ყუთი“ ახლა დახურვის პროცესშია, ამისთვის კი ყველანაირი ძალისხმევაა საჭირო.


პოლიტიკური ელიტა ახლა უმრავლესობაა და მხოლოდ ისინი აღმოჩნდნენ სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე. ცდილობენ გამოვიდნენ ამ გაურკვევლობიდან და მაქსიმალურად ეროვნულ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა აწარმოონ. ყველაზე მთავარი ის არის, რომ მათ მხარს უჭერს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა. ეს კარგად იციან საერთაშორისო პარტნიორებმაც, ამაზე არიან გამწარებული და ახლა ფიქრობენ რა გააკეთონ. ამ კანონს ოპოზიცია ვერც რუსულს დაარქმევს, ვერც მუხლობრივი თვალსაზრისით შევა განხილვაში, რადგან მავნებლობა იქნება. ამიტომ, ახლა დგანან და აცდენენ სესიებს“, - აღნიშნა ქადაგიძემ.