გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

“მოვუწოდებთ რუსეთს, დაასრულოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება და გაიყვანოს ძალები საქართველოს ტერიტორიიდან”

7-12-2017

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, საქართველოს პრაქტიკული ნაბიჯები და პოლიტიკური მხარდაჭერა.
ამის შესახებ ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები ადასტურებენ, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას მხარდაჭერას უცხადებენ.
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი მადლიერებას გამოხატავს, ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის. მინისტრებმა საქართველო-ნატო-ს მიმდინარე თანამშრომლობაზეც იმსჯელეს, მათ შორის 2019 წლისთვის დაგეგმილ ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე.
„ჩვენ ვაგრძელებთ საქართველო-ნატოს არსებითი პაკეტის შესრულებას, რომლის ფარგლებშიც, გვაქვს შთამბეჭდავი პროგრესი”, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი გააგრძელებს საქართველოს ყველა იმ შესაძლებლობის მხარდაჭერას, რაც ქვეყანას ალიანსში გაწევრიანებისთვის სჭირდება.
ალიანსის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ალიანსი სრულად უჭერს მხარს საქართველოს, ნატო-ში საბოლოო გაწევრიანების გზაზე.
იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ნატო-ს ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
„შეშფოთებულები ვართ იმით, რომ რუსეთი აღრმავებს ურთიერთობას საქართველოს რეგიონებთან – აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. მოვუწოდებთ რუსეთს, დაასრულოს ამ რეგიონების აღიარება და გაიყვანოს ძალები საქართველოს ტერიტორიიდან”, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

წყარო: "კვირა"