გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

"ოცნების" წევრი "ევროპული საქართველოს" შეხვედრას ტელეფონით იღებდა

19-10-2018

„ოცნების“ წევრი და ახალციხის მერიის ააიპ „მძლეოსნობის სპორტული კლუბის“ თანამშრომელი ზურაბ ხაჭაპურიძე „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერებთან შეხვედრის კადრებს ტელეფონით აფიქსირებდა.

 

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს ახალციხეში, მესხეთის სახელმწიფო თეატრის შენობაში შეხვდა. შეხვედრის მიმდინარეობისას, „ოცნების“ წევრი ზურაბ ხაჭაპურიძე განათების ოთახში იყო და ტელეფონით ფოტოებს იღებდა. ეს ოთახი სცენის ბოლოში, მესამე სართულზეა და იქიდან როგორც სცენა, ასევე, დარბაზის მთელი სივრცე ჩანს.

 

ხაჭაპურიძე ტელეფონით ხელში „ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გელა დემეტრაძემ დააფიქსირა.

 

„ჩუმად იღებდა ფოტოებს. შემდეგ ნახავენ ამ ფოტოებს „ოცნების“ შტაბში და განიხილავენ ვისთან ვინ მიაგზავნონ იმისთვის, რომ დააშინონ და დაამუშაონ. რა თქმა უნდა, გამოგზავნილი იყო და ამ ყველაფერს იმიტომ აკეთბდა, რომ დავალებული ჰქონდა“, – ამბობს გელა დემეტრაძე.

 

ხაჭაპურიძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში ადასტურებს, რომ იგი ნამდვილად „ქართული ოცნების“ წევრი და მხარდამჭერია. შეკითხვაზე, რატომ იღებდა ოპოზიციური პარტიის შეხვედრას განათების ოთახიდან, გვიპასუხა: „ეს პროვოკაციაა, არ ვპასუხობ ეგეთ შეკითხვებს“.

 

რა უნდოდა პარტია „ევროპული საქართველოს“ შეხვედრაზე განათების ოთახში ზურაბ ხაჭაპურიძეს ეს არც „ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის თამჯდომარემ და ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ხელძღვანელმა გიორგი კოპაძემ იცის: „რა უნდოდა არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც პროვოკაციაა“.

 

რაც შეეხება დემეტრაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ მათი მხარდამჭერების ფოტოები „ოცნებას“ ხალხის დასაშინებლად სჭირდება, კოპაძე სისულელეს უწოდებს და ამბობს, რომ არჩევნები აბსოლუტურად თავისუფალ გარემოში ტარდება: „დაშინება ჩვენი მეთოდი არ არის, ეს გელა დემეტრაძის, მისი მომხრეების და „ნაციონალური მოძრაობის“ სახეა“.

 

მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ როცა დარბაზს აქირავებენ, განათების ოთახში, მესამე სართულზე ასვლა ნებისმიერს შეუძლია, კარი ჩაკეტილი არ არის და იქ შესვლა ნებართვას არ საჭიროებს.

 

„ვინც ქირაობს იმას ვაბარებთ მთლიანად სცენას. ოთახი დაკეტილი არ არის და იქ შეიძლება ნებისმიერი შევიდეს“, – გვითხა მესხეთის სახელწმიფო დრამატული თეატრის დირექტორმა ირაკლი ათუნაშვილმა.


sknews.ge