გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: ნაცმოძრაობას სურს საქართველოში იმ სცენარის ხილვა, რომელიც, განვითარდა უკრაინაში - უკრაინული სცენარი საქართველოში არ განვითარდება

20-06-2024

მე მინდა დავარწმუნო "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები, რომ უკრაინული სცენარი საქართველოში არ განვითარდება და საქართველოს უკრაინიზაცია არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. ეს არის ის, რის თავიდან ასაცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დავით საყვარელიძის განცხადების შესახებ კითხვის საპასუხოდ განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, "ნაცმოძრაობას" სურს საქართველოში იმ სცენარის ხილვა, რომელიც, განვითარდა უკრაინაში.


„იმ ფონის გათვალისწინებით, რაც უკავშირდება ამ კონკრეტულ განცხადებას, გასაგებია, რაზეც საუბრობს საყვარელიძე. ყველამ ვიცით, რომ ზოგადად, ნაცმოძრაობას სურს საქართველოში იმ სცენარის ხილვა, რომელიც, სამწუხაროდ, განვითარდა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში. მე მინდა დავარწმუნო "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები, რომ უკრაინული სცენარი საქართველოში არ განვითარდება და საქართველოს უკრაინიზაცია არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. ეს არის ის, რის თავიდან ასაცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს", - განაცხადა პრემიერმა.