გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: როდესაც ალექსანდრე იაშვილს ამოიღებ ღირსების ორდენით დასაჯილდოებელი პირების სიიდან ნიშნავს, რომ ქართული ფეხბურთის არაფერი გაგეგება

21-06-2024

როდესაც ალექსანდრე იაშვილს ამოიღებ ღირსების ორდენით დასაჯილდოებელი პირების სიიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ფეხბურთის არაფერი გაგეგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბერლინში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა აქაც სცადა კონკრეტულ სივრცეში გარკვეული განხეთქილების შეტანა, რაც არ გამოუვა.


„რაც შეეხება ღირსების ორდენის და ღირსების მედლის თემას, ამაზე უკვე გავაკეთე კომენტარი. ძალიან სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილმა აქაც სცადა კონკრეტულ სივრცეში გარკვეული განხეთქილების შეტანა, რაც მას არ გამოუვა. ვიდრე ჩვენ გავაგზავნიდით შესაბამის სიას, გავიარეთ კონსულტაციები ფეხბურთის ფედერაციასთან, ნაკრებთან იმისათვის, რომ რაიმე უკმაყოფილება არ გამოეწვია იმ სიას, რომელიც გაიგზავნებოდა საქართველოს პრეზიდენტთან. კონსულტაციების და სიღრმისეული მსჯელობის საფუძველზე გაიგზავნა კონკრეტული სია. ასეთ დროს, სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა ამ სიიდან კონკრეტული გვარების ამოღება, მათ შორის, არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული დამსახურება ქართული ფეხბურთის წინაშე. როდესაც ალექსანდრე იაშვილს ამოიღებ ღირსების ორდენით დასაჯილდოებელი პირების სიიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ფეხბურთის არაფერი გაგეგება. დანარჩენი გულშემატკივარმა და ქართულმა საზოგადოებამ შეაფასოს", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.