შაბათი, მაისი 24, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ადეიშვილის ყოფილი მოადგილე წოწორია: ბევრ საქმეში პასუხისგებაში პოლიციელი არის მისაცემი - ქუჩაში ვხედავთ, რომ მათ არ აქვთ შიში იმისა, რომ უკანონობას ჩაიდენენ და შემდეგ ამაზე პასუხს აგებენ

21-06-2024

ამას ერთი ახსნა აქვს მხოლოდ, რაც განპირობებულია იმ საქმეების შინაარსით, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის მოცემული და მარტივად რომ ავუხსნათ თქვენ მაყურებელს, ეს არის ის საქმეები, სადაც ძირითადად დომინანტობს სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები, იქნება ეს ძალადობა დაკავების დროს, საპატიმრო ადგილებში, თუ მიტინგის და დემონსტრაციების დროს. ბევრ ამ საქმეში პასუხისგებაში პოლიციელი არის მისაცემი, - ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, იმის შესახებ, თუ რატომ არ ასრულებს სასამართლო ევროსასამართლოს დავალებებს „ტვ პირველის“ ეთერში ზურაბ ადეიშვილის ყოფილმა მოადგილემ, ნონა წოწორიამ.


წოწორიას თქმით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა საბოლოო ჯამში იწვევს დანაშაულის განმეორებადობას. მანვე აღნიშნა, რომ პოლიციელებს არავითარი შიში იმისი, რომ უკანონობას ჩაიდენენ და შემდეგ ამაზე პასუხს აგებენ, ნამდვილად არა აქვთ და სწორედ ამ გადაწყვეტილებების აღუსრულებლობა არის ამის შედეგი.