გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ზაალ ანჯაფარიძე: დღეს, როდესაც მედიამ როგორც იქნა ჩაისუნთქა თავისუფლების ჰაერი, ძალიან მძიმე სანახავია, რომ სოლიდურობაზე და მიუკერძოებლობაზე პრეტენზიის მქონე ცალკეული მედიასაშუალებები, ფაქტობრივად, გადაიქცნენ მხარედ

22-06-2024

დღეს, როდესაც მედიამ როგორც იქნა ჩაისუნთქა თავისუფლების ჰაერი, ძალიან მძიმე სანახავია, რომ სოლიდურობაზე და მიუკერძოებლობაზე პრეტენზიის მქონე ცალკეული მედია საშუალებები, ფაქტობრივად გადაიქცნენ მხარედ. მიკროლექციის წაკითხვა მიწევს, მათთვის, რომ შევახსენო - მედიის მისია არის მოვლენების ყველა კუთხით გაშუქება და არა მხარედ გადაქცევა, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.


ექსპერტის თქმით, როდესაც ყველაფერი დამშვიდდება და დალაგდება, ალბათ მედიაშიც მოხდება რაღაცების გადახედვა-გადაფასება გაჯანსაღების კუთხით.


„მახსოვს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რ2-ის „(ჟ) ურნალისტები“ ამაყად აცხადებდნენ, რომ ისინი თავიანთ ადგილს მხოლოდ „რევოლუციის მატარებელში“ ხედავდნენ, რითაც საზოგადოებას ფაქტობრივად აჩვევდნენ თუ როგორი იქნებოდა მათი სარედაქციო პოლიტიკა. ჩვენ ყველას გვახსოვს თუ რას წარმოადგენდა მაშინდელი მედია - დამონებული, დამცირებული, უინტერესო. დღეს, როდესაც მედიამ როგორც იქნა ჩაისუნთქა თავისუფლების ჰაერი, ძალიან მძიმე სანახავია, რომ სოლიდურობაზე და მიუკერძოებლობაზე პრეტენზიის მქონე ცალკეული მედია საშუალებები, ფაქტობრივად გადაიქცნენ მხარედ. მიკროლექციის წაკითხვა მიწევს, მათთვის, რომ შევახსენო - მედიის მისია არის მოვლენების ყველა კუთხით გაშუქება და არა მხარედ გადაქცევა. ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, რომ ერთ დროს პატივცემულმა „პალიტრა მედიამაც“, სამწუხაროდ, ვერ გაუძლო წნეხს, რაც ნამდვილად დასანანია, თუმცა ეს მათი არჩევანია. როდესაც ყველაფერი დამშვიდდება და დალაგდება, ალბათ მედიაშიც მოხდება რაღაცების გადახედვა-გადაფასება, იმედია გაჯანსაღების კუთხით“, - წერს ანჯაფარიძე.