გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ედიშერ გვენეტაძე სალომე ზურაბიშვილზე: ჩამოყალიბდა აშკარა კრიმინალად და სახელმწიფოს მოღალატედ, რომელიც ამჯერად ქართულ დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებებისათვის

22-06-2024

აგენტების და აგენტთა მეთაურად დანიშნული აწ უკვე ე.წ. პრეზიდენტის მიერ წარმოებული ეს არნახული მიზანმიმართული, ანტისახელმწიფოებრივი ვაკხანალია აუცილებლად უნდა დასრულდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით, - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სალომე ზურაბიშვილის მიმართვას ელჩებისადმი, სადაც ნათქვამია, „ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა“.


ექსპერტის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ჩამოყალიბდა აშკარა კრიმინალად და სახელმწიფოს მოღალატედ, რომელიც ამჯერად ქართულ დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებებისათვის.


„ეს საყოველთაოდ ცნობილი აგენტი და საქართველოში აგენტთა მეთაურად დანიშნული, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დამრღვევად და მაშასადამე არალეგიტიმურად ცნობილი პრეზიდენტი, საბოლოოდ ჩამოყალიბდა აშკარა კრიმინალად და სახელმწიფოს მოღალატედ, რომელიც ამჯერად ქართულ დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებებისათვის! საქართველოს პრეზიდენტად წოდებულმა ამ უცხო არსებამ პირდაპირ მიმართა ქართველ ელჩებს, რომ მათ საბოტაჟი მოაწყონ და წინააღმდეგობა გაუწიონ საქართველოს სახელმწიფოს! ამიტომაც ვფიქრობთ - პრეზიდენტის სკამზე მოკალათებული ამ აშკარა დესტრუქციული და პროვოკატორი ელემენტის წინააღმდეგ, საქართველოს სახელმწიფოში უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე! აგენტების და აგენტთა მეთაურად დანიშნული აწ უკვე ე.წ. პრეზიდენტის მიერ წარმოებული ეს არნახული მიზანმიმართული, ანტისახელმწიფოებრივი ვაკხანალია აუცილებლად უნდა დასრულდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.