გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

19-10-2018

ბათუმში, სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით "სოფლის ტურიზმი როგორც ბიზნესი" მიმდინარეობს. როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კონფერენციის მიზანია სოფლად არსებული ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია.


მისივე თქმით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ექსპერტები, საოჯახო სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ტურისტული სააგენტოები, სოფლის და ეკოტურიზმის სხვადასხვა სფეროს, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


„კონფერენციას 6 ქვეყნიდან 150-მდე დელეგატი ესწრება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია მოვახდით, რომლებიც სოფლად გვაქვს. საქართველოს მოქალაქეების 50 პროცენტზე მეტი ცხოვრობს სოფელში და ჩვენ გვაქვს ფანტასტიური შესაძლებლობა, რომ დავაინტერესოთ ჩვენი ეკოტურიზმითა და სოფლად ტურიზმის განვითარებით პოტენციური მომხმარებლები. სახელმწიფო, ბუნებრივია, ყველაფერს აკეთებს, რომ განავითაროს ტურიზმი სოფლად, რაც დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის. რაც შეეხება სტატისტიკას, 99 პროცენტიანი ზრდა გვაქვს და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება გადადგმული",- განაცხადა სულხან ღლონტმა.


სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მეორედ ტარდება.



ipn.ge