გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

აჭარის მთიანეთში რამდენიმე სოფელს შუქი არ მიეწოდება

7-12-2017

აჭარის მაღალმთიანეთში თოვს. ახალი თოვლის საფარი თოვლის საფარი ხულოს მუნიციპალიტეტის დაბლობში 10 სმ-მდე, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში 30 სმ-მდე აღწევს, თოვს ქედასა და შუახევშიც. მუნიციპალიტეტის მერიებში აცხადებენ, რომ თოვას საავტომობილო გადაადგილებაში პრობლემები არ შეუქმნია, რაც შეეხება შუქის მიწოდებას, ხულოს მერიის პრესსამსახურის უფროსის, თორნიკე მიქელაძის ინფორმაცით, ამ დროისთვის შუქი მხოლოდ საცხურის თემის სოფლებს არ მიეწოდება, მისივე ინფორმაციით მიმდინარეობს აღდგენითი სამშაოები და შუქის მიწოდება საციხურის სოფლებს მალე აღუდგება, რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, აქ შუქი დანდალოს თემს არ მიეწოდება. შუახევის მერიის პრესსამსახურის უფროსის, იამზე ფუტკარაძის ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში შუქი ბარათაულის, უჩამბისა და წყალსაყრის თემის ზოგიერთ სოფელს არ მიეწოდება, რაც შეეხება სავტომობილო მიმოსვლას, იამზე ფუტკარაძის თქმით ამ დროისთვის პრობლემები არ არის და ავტომობილი ყველა მიმართულებით გადაადგილდება.

წყარო: გაზეთი "ბათუმელები"