19-10-2018
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ მეჯვრისხევს იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები ესტუმრნენ. ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის, ალექსანდრე ბუჯიაშვილის განცხადებით, სტუმრები ადგილობრივი მოსახლეობისა და, ზოგადად, თემის პრობლემებით დაინტერესდნენ.
,,საუბრის დროს შევეხეთ სხვადასხვა საკითხს. იყო მათ შორის საყოფაცხოვრებო მნიშვნელობის საკითხები, წყალთან დაკავშირებით და ა.შ. ვერ გეტყვით, ზუსტად, რაიმე კონკრეტული პროგრამის განხორციელება იგეგმება თუ არა, მაგრამ ჩვენი სტუმრები დაინტერესდნენ ზოგადი მდგომარეობით" - განაცხადა ლექსო ბუჯიაშვილმა.
შეხვედრაზე მიწვეული იყო გორის მერიის ააიპ წყალმომარაგებისა და წყალარინების სამსახურის უფროსი ბონდო მარუაშვილი. მან სტუმრებს ის ძირითადი საკითხები გააცნო, რაც სოფელ მეჯვრისხევში და მის თემში შემავალ სოფლების სარწყავ სისტემას ეხება.