გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპის სოფელ იგოეთში ახალი საჯარო სკოლა აშენდება

25-06-2024

სოფელ იგოეთში საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.


პრეზენტაციას  ადგილობრივი თვითმმართველობის და რესურსცენტრის ხელმძღვანელები, სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და სოფლის მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.


სკოლა რომელიც  თანამედროვე სტანდარტებით აშენდება  120 მოსწავლეზეა გათვლილი.


სკოლაში ეწყობა საკლასო ოთახები,  ციფრული ტექნოლოგიების,  სამედიცინო, მანდატურის ოთახები,  სამასწავლებლო, სპორტული სივრცე და სხვა.


პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით მსოფლიო ბანკის (რეკონსტრუქციებისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) მიერ ფინანსდება.


სკოლის მშენებლობას შპს „ჯიბიჯი“ განახორციელებს.