გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თამარ ჩიბურდანიძე: დასავლეთი თავისი შანტაჟით ყველაფერს აკეთებს არჩევნებში ოპოზიციის გასამარჯვებლად, მაგრამ იმედი გაუცრუვდებათ და მერე რა სინდისით აპირებენ იგივე ხელისუფლებასთან თანამშრომლობას?

25-06-2024

„ზღვარს გადასული შანტაჟი და მუქარები დასავლეთიდან საქართველოში, მათდა სამწუხაროდ, ვერაფერს შეცვლის. თუ ვინმეს აზიანებენ ამით, მხოლოდ საკუთარ რეპუტაციას. ქართველ ხალხში იმდენად ნადგურდება მათი იმიჯი ამდენი უსამართლო გადაწყვეტილებებით, რომ დიდი პროპაგანდის წარმოება მოგვიწევს, რათა შევინარჩუნოთ მოსახლეობაში პროდასავლური განწყობა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე წერს.


მისი თქმით, დასავლეთი თავისი შანტაჟით ყველაფერს აკეთებს არჩევნებში ოპოზიციის გასამარჯვებლად, მაგრამ იმედი გაუცრუვდებათ.


„რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო ამკაცრებს დასავლეთი ტონს ხელისუფლების მიმართ. მიზეზი უმიზეზო ბრალდებაა - გამჭვირვალობის კანონი. თუმცა, იგივე პრეტენზიები არ ჰქონიათ არც საფრანგეთის და არც კანადის მიმართ, სადაც ჩვენს შემდეგ უმკაცრესი კანონი მიიღეს.


უკვე ყველა ხვდება, რომ აქ ერთადერთი მიზეზია - საქართველოში სურთ ქვეყნის ბედი ისევ სხვა ქვეყნის საელჩოში წყდებოდეს. მხოლოდ ამიტომ იბრძვიან, რომ მათი ყურმოჭრილი მონები დააბრუნონ ხელისუფლებაში.


მაგრამ, ეს არ სურს ქართველ ხალხს და არჩევნების ბედსაც სწორედ ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს და არა - ბორელი, შაჰინი თუ კიდევ სხვა. საქართველო, საბედნიეროდ, უკვე შედგა გარდაუვალი წინსვლისა და სუვერენული სახელმწიფოს რელსებზე და ამას უკან ვეღარავინ დააბრუნებს. ამის დასტური იქნება 26 ოქტომბრის არჩევნები.


მართალია, დასავლეთი დღეს თავისი შანტაჟით ყველაფერს აკეთებს არჩევნებში ოპოზიციის გასამარჯვებლად, მაგრამ იმედი გაუცრუვდებათ და მერე რა სინდისით აპირებენ იგივე ხელისუფლებასთან თანამშრომლობას?“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.