გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მესტიაში საგანმანათლებლო პლატფორმის, ხანის აკადემიის პრეზენტაციები ჩატარდა

19-10-2018

კომპანია სვანეთი ჰიდროს მხარდაჭერით მესტიის სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის მსოფლიოში წამყვანი ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმის, ხანის აკადემიის (Khan Academy) გასაცნობი პრეზენტაციები ჩატარდა.

 

„ხანის აკადემია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმაა, სადაც მარტივი ვიდეოგაკვეთილებისა და სახალისო სავარჯიშოების დახმარებით სხვადასხვა საგნის სწავლაა შესაძლებელი, მათ შორის, მათემატიკის, ფიზიკისა და კომპიუტერული პროგრამირების. პლატფორმის ქართულ ენაზე თარგმნას Educare Georgia უზრუნველყოფს.  ჩვენი გუნდი ვატარებთ ტრენინგებს თუ როგორ გამოიყენონ მოსწავლეებმა და მასაწავლებლებმა ხანის აკადემია სასწავლო პროცესში” -  განაცხადა მარიამ გელაშვილმა, Educare Georgias-ს წარმომადგენელმა.

 

სვანეთი ჰიდრო მესტიაში მოზარდი თაობისა და განათლების მხარდასაჭერად სხვადასხვა  სოციალურ პროექტებს ახორციელებს.

 

„ჩვენი ორგანიზებით ხანის აკადემიის პლატფორმის პრეზენტაცია მესტიაში პირველად ჩატარდა.  ხანის აკადემიის ქართულ ვერსიას უკვე 40, 000 ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ვფიქრობთ, რომ ეს პრეზენტაციები და სამუშაო შეხვედრები დაეხმარებათ მესტიელ მოსწავლეებს აქტიურად გამოიყენონ თანამედროვე ციფრული პლატფორმა და გაიმარტივონ  საგნების სწავლა სახალისო ვიდეობითა და სავარჯიშოებით” - განაცხადა სვანეთის ჰიდროს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო ნატროშვილმა.

 

სვანეთი ჰიდრო დაბა მესტიაში არადაგუბებითი ტიპის ჰესს, მესტიაჭალა ჰესს, თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების სრული დაცვით აშენებს. ჰესის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 65 მლნ დოლარია.