გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი კობახიძე: დღევანდელ მოგებას განსაკუთრებული ფასი აქვს, ესპანეთთანაც დარწმუნებული ვარ, ბიჭები მოგებისთვის გავლენ

27-06-2024

ესპანეთთანაც დარწმუნებული ვარ, ბიჭები მოგებისთვის გავლენ, დანარჩენი ვნახოთ, ბურთი მრგვალია და ყველაფერი შესაძლებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიაში საქართველო-პორტუგალიის მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღევანდელ მოგებას განსაკუთრებული ფასი ჰქონდა.


„პორტუგალიამ ბოლომდე იომა, მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილი აძლევდა მოდუნების საშუალებას, ბოლომდე იბრძოლეს, ბოლომდე იომეს და ასეთი გუნდი დავამარცხეთ. ეს კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია, ესპანეთთანაც მოგებისთვის უნდა გავიდეთ. ყველა თამაში რთულია ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ესპანეთთანაც დარწმუნებული ვარ, ბიჭები მოგებისთვის გავლენ, დანარჩენი ვნახოთ, ბურთი მრგვალია და ყველაფერი შესაძლებელია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.