გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დავით ქართველიშვილი ნიკა გვარამიას სტატუსზე: ამ სტატუსის ტექსტი მოიფიქრო საქართველოს გამარჯვებაზე - ფსიქიატრიული ნიჭი სჭირდება!

27-06-2024

„ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა „სულიერი ავადმყოფობის პიკი" უწოდა პარტია „ახალის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პოსტს, რომელიც ამ უკანასკნელმა საქართველო-პორტუგალიის შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა.


როგორც გვარამიამ დაწერა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მერვედფინალში გასვლით უნგრეთი უშანსოდ დატოვა - „ორბანი 26 ივნის გავაგდეთ, საკუთარ ოლიგარქს 26 ოქტომბერს მივხედავთ" - წერს გვარამია.


დავით ქართველიშვილის შეფასებით, საქართველოს გამარჯვებაზე გვარამიას მიერ შესაბამისი ტექსტის მოფიქრებას ფსიქიატრიული ნიჭი სჭირდება.


„Лёлик, Лёлик! Всё пропало! Гипс снимают! Клиент уезжает! Ааааааа!!!" - სულიერი ავადმყოფობის პიკი. ამ სტატუსის ტექსტი მოიფიქრო საქართველოს გამარჯვებაზე - ფსიქიატრიული ნიჭი სჭირდება!“ - წერს დავით ქართველიშვილი.