გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მამუკა მდინარაძე რიკარდ იოზვიაკის განცხადებაზე: რაც არ უნდა დააბრალონ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველო არის ევროპის ნაწილი და ხელს ვერავინ შეუშლის, რაც არ უნდა დეზინფორმაციული კამპანია იყოს

27-06-2024

„დაწყებული პოლიტიკიდან დამთავრებული ფეხბურთით ჩვენ ამაყად ვდგავართ ევროპაში. ამიტომ, ეს არის ყველაფერზე პასუხი“- ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის განცხადება, რომლის ინფორმაციით ევროკავშირის სამიტის შემაჯამებელ პროექტში საქართველოს წინააღმდეგ ზომებზე არაფერი წერია, თუმცა კონკრეტულ კურსთან დაკავშირებით განმარტებები უნდა გაკეთდეს.


მამუკა მდინარაძის თქმით, რაც არ უნდა დააბრალონ საქართველოს ხელისუფლებას, ქართველ ხალხს, საქართველო არის ევროპის ნაწილი.


„რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა დააბრალონ საქართველოს ხელისუფლებას, ქართველ ხალხს, საქართველო არის ევროპის ნაწილი. კულტურული, მენტალური, ქრისტიანული, დემოკრატიული ევროპის ნაწილი და ამ ჭეშმარიტად დემოკრატიულ, ევროპულ ღირებულებებში და ჭეშმარიტად სამართლიანობისკენ სიარულში, ბრძოლაში, ამ ყველაფრისთვის საქართველოს ხელს ვერავინ შეუშლის, რაც არ უნდა დეზინფორმაციული კამპანია იყოს ამის წინააღმდეგ. ასეთი გამოხტომები უშლის ამ ყველაფერს ხელს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.